LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსად ისე არ ვღელავ, როგორც საქართველოში გამოსვლისას, რადგან ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა სამშობლოში, საკუთარი ხალხის წინაშე გამოსვლა” – გიორგი ონიანი

21
giorgim-oniani

პირველ აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ტენორი გიორგი ონიანი სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე „ღამის სერენადებზე“ ისაუბრა.

არსად ისე არ ვღელავ, როგორც საქართველოში გამოსვლისას, რადგან ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა სამშობლოში, საკუთარი ხალხის წინაშე გამოსვლა. რა თქმა უნდა, ყველა სცენაზე ერთნაირად ვიხარჯები, მაგრამ ქართველი მელომანების წინაშე გამოსვლისას ყოველთვის განსაკუთრებით ვნერვიულობ, რადგან მცირე შეცდომის დაშვების უფლებაც არ გაქვს.

ძალიან მიხარია „ღამის სერენადებში“ მონაწილეობა. არაჩეულებრივი ფესტივალია დიდი ისტორიით და ბრწყინვალე შემსრულებლებით. სხვა მუსიკოსებთან ერთად მეც 22 აგვისტოს – გახსნის დღეს წავრდგები პუბლიკის წინაშე.

ფესტივალის შემდეგ ევროპასა და ამერიკაში გავაგრძელებ გასტროლებს, თუმცა საქართველოშიც ჩამოვალ და ჯერ ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ სპექტაკლებში, მერე ჯანსუღ კახიძის ფესტივალში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც წელს იუბილეს აღნიშნავს, ნოემბრის თვეში კი, გერმანიაში გავემგზავრები, სადაც ბონის თეატრში ვუმასპინძლებთ მაყურებელს „რიგოლეტოს“ პრემიერაზე.

,,ღამის სერენადების” ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე

 

„მეთხუთმეტე საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით” – ნინა ცაგარელი

„დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს” – ფესტივალი „ღამის სერენადები“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ბორჯომში „ღამის სერენადები“ 22 აგვისტოს გაიმართება, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალში ანსამბლი „ბორჯომიც“ მიიღებს მონაწილეობას” – გიორგი ბუგიანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები