LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არსად წასვლას არ ვაპირებ” – მირზა სუბელიანი ქვეყნიდან წასვლას უარყოფს

61

“არსად წასვლას არ ვაპირებ,” – მირზა სუბელიანი ინფორმაციას ქვეყნის დატოვების შესახებ არ ადასტურებს.

“მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდება ჩემთან მიმართებაში, რომ თითქოს მე და ჩემმა ოჯახმა ქვეყანა დავტოვეთ. პირველივე დღიდან ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ახლაც მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი საპარლამენტო კომისიაში,” – აცხადებს მირზა სუბელიანი.

სუბელიანის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს შს სამინისტროც.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g