LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, Чашка-Ложка – ასე Чашка-Ложка-სავით არიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“: ალეკო ელისაშვილი

77
ალეკო ელისაშვილი

შარლ მიშელის შეთანხმებისა არ იყოს, ამ შეთანხმებამდე მისვლა არც “ქართულ ოცნებას” სურდა და არც “ნაციონალურ მოძრაობას” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“არსებობს ასეთი რუსული გამოთქმა, Чашка-Ложка – ასე Чашка-Ложка-სავით არიან “ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ – ცხრა წელია ერთმანეთს ლანძღავენ და თავს მშვენივრად გრძნობენ” – აღნიშნავს ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის თქმით, ის ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს არ მოხდება, რადგან არც “ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა.

„შარლ მიშელის შეთანხმების არ იყოს, ამ შეთანხმებამდე მისვლა არც “ქართულ ოცნებას“ და არც “ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდოდა. ერთმა შეთანხმებას ხელი მთელი ოთხი თვე არ მოაწერა, ხოლო მეორემ ხელი მოაწერა, მაგრამ იდაყვზე იკბენდა და როგორც კი მომენტი ჩაუვარდა, საკუთარი ხელმოწერა გააუქმა. ასეა ამ შემთხვევაშიც – “ქართული ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“ პირობებს აყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთს ეროვნულ შეთანხმებამდე მისვლა არ უნდა. უბრალოდ, შარზე არიან და საბაბს ეძებენ, რომ როგორღაც ამ პროცესს შარი მოსდონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

პოპულარულები