LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა – ირაკლი აბესაძე მოზარდების მკვლელობაზე

87

არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა და გამოძიებას ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრი, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს.

საგამოძიებო კომისია თვითმხილველების დაკითხვას დღეს აგრძელებს.

“არ დასმულა არცერთი ისეთი კრიტიკული კითხვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მეტი ინფორმაციის მიღებას. ჩვენ რა თქმა უნდა, დავსვამთ ამ შეკითხვებს. სამწუხაროდ, არ ვიცი, თვითმხილველები დღეს – ტრაგიკული შემთხვევიდან 7 თვის გასვლის შემდეგ რამდენად შეძლებენ დეტალების აღდგენას. ჩვენ ვალდებული ვართ ეს ადამიანები გამოვკითხოთ. მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას. კომისიის ფარგლებში ვნახეთ, რომ ბევრ კითხვაზე, რომელიც მასალების წაკითხვის შემდგომ გაჩნდა, მათ პასუხი არ აქვთ,’’ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები