LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი.. უპრეცედენტო მოდელი დადე: ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ის მერობის კანდიდატებზე

1259
BeFunky-collage (9)

ნიკა მელიამ თბილისის მერიის კოალიციური გუნდის წევრები წარადგინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატმა დედაქალაქის მერის მოადგილის კანდიდატებად: ზურაბ ჯაფარიძე  მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე წარადგინა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი.

“ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობას, ისე როგორც ამერიკებში და ევროპებშია:)) ანუ, ის რაც ძალიან შორს მეგონა ჩემს ქვეყანაში ხდება.

ისე, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, 30 ში გაიმარჯვებს ოპოზიცია, გაიმარჯვებს საქართველო და თითოეული ჩვენგანი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს.

Nika Melia – ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!”,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქში.

პოპულალურები