LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს გეგმა „ბე“ და გეგმა „ცე“, რომელიც უკვე 1 000, 2 000 და 3 000 საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს – თენგიზ ცერცვაძე

2196
35969

კოვიდ 19“-სთვის უკვე გამოყოფილი საწოლების რაოდენობა დაახლოებით, 450-ია მაშინ, როდესაც პაციენტი სულ 130 გვყავს. ამიტომ, კლინიკები ჯერ სერიოზული რეზერვით მუშაობენ. მათ შეუძლიათ, სამი, ოთხი ამდენი პაციენტი მიიღონ და შემდეგ, როცა ეს საკმარისი არ იქნება, არსებობს გეგმა „ბე“ და გეგმა „ცე“, რომელიც უკვე 1 000, 2 000 და 3 000 საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში  განაცხადა.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ მისი პროგნოზით შემთხვევათა რიცხვი იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები.

გარდა ამისა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს მკურნალობის მეთოდის მიმართ მიდგომა არ შეუცვლია და პაციენტთა მკურნალობა დღემდე იგივე სტანდარტით გრძელდება.

„კიდევ ერთი დადასტურება მივიღეთ იმისა, რომ მკურნალობის ჩვენ მიერ პირველივე დღიდან არჩეული ტაქტიკა სწორია. სულ ორი დღის წინ, აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაციაა, ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია იმ მედიკამენტებს, რომლითაც ჩვენს პაციენტებს ვმკურნალობდით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში უკვე კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები