LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობს, თუ არა შაქრის უსაფრთხო დოზა?“- რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა

562
1

ნუტრიციოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ნატა გაგუა პოდკასტში, რომელსაც პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი უძღვება, განმარტა, როგორ შეიძლება ტკბილის მიღებამ ნაკლები ზიანი მოგვიტანოს.

მისი თქმით, ტკბილეულის მიღება განსაკუთრებით არარაციონალურია დილით პირველ კვებაზე და ძილის წინ.

„ძალიან თუ გინდათ, არ მოერიდოთ, მაგრამ გასწავლით. როცა მივდივარ და ვიცი, რომ იქნება განსაკუთრებული დესერტი, სახლში ერთი დიდი პორცია ბოსტნეული, უჯრედისი მივიღოთ. უმჯობესია, მწვანე ფერის ბოსტნეული. სუფრაზეც შეიძლება, თუ სახლში ვერ მოაწარით. მწვანე ყველაზე კარგია, თუ არადა, რაღაც ისეთი, უფრო სტაფილო, სალათის ფოთოლი რომ მიიღოთ, ოღონდ ცოტა დიდი დოზით, 200 გრამი მაინც რომ იყოს. როცა მიხვალთ, პირიველი უნდა მიირთვათ ან ხორცი, ან თევზი ან კვერცხით მომზადებული კერძი ან ყველი. ანუ ვიცავთ რიგითობას. გადის დრო და შემოაქვთ დესერტი. მერწმუნეთ, ვერასოდეს შეჭამთ იმდენს, რამდენიც გქონდათ ჩაფიქრებული. თუ ამ რეჟიმით მიჰყვებით, რომ ჭამოთ, მაინც ვერ შეიწოვს ისე, როგორც სხვა დროს“ – ამბობს ნატა გაგუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g