LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა

148
2025-01-13_00-16-33_170990

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირებაა – არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

ამის შემდეგ პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა.

„კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g