გასროლის შედეგად ბათუმში ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სევერიანე აჭარელის ქუჩაზე მოხდა. არსებული ცნობებით, მოკლული შუა ხნის მამაკაცია.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ინციდენტის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. „ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
