LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი – მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ

144
ჯუანშერ ბურჭულაძე

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მან დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ კვადროციკლიდან გადმოვარდნის გამო, მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო და წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რის გამოც, ბურჭულაძემ კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.

თავის მხრივ, კლინიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

დიდი ალბათობით, ბურჭულაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს, კლინიკაშივე წაუყენებენ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g