LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ხობში, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაშავდა

206
პოლიცია

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა.

არსებული ცნობით, შემთხვევა ბებიის დაბადების დღეზე მოხდა, სადაც მოზარდები იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც გოგონამ დაზიანებები ზედა კიდურის, გულ-მკერდისა და თავის არეში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან.

როგორც „ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

რაც შეეხება დაჭრილ არასრულწლოვანს, „ინტერპრესნიუსი“ გოგონას ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g