შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შორის გუკა რჩეულიშვილიცაა.
ინფორმაციას გუკა რჩეულიშვილის მეგობრები და აქტივისტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ თავად დაინახეს, როგორ გაიყვანეს რჩეულიშვილი ხელბორკილებით სამართალდამცველებმა.