LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტისტები, რომელთაც MTV Video Music Awards-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მიღებული

113
photo-collage.png (2)

ტეილორ სვიფტი, ბიონსე და ლედი გაგა – ეს ის არტისტები არიან, რომელთაც MTV Video Music Awards-ის 42 წლიან ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვთ მიღებული.

ტეილორ სვიფტი დაჯილდოების ახალ რეკორდსმენად, შარშან იქცა. გასულ წლამდე სიის სათავეში ბიონსე იყო, თუმცა სვიფტის შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ, მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ამ დროისთვის, სვიფტის ანგარიშზე 30 ,,მთვარის კაცია”, ბიონსე კი დაჯილდოების 28-გზის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ბიონსესთვის მინიჭებულ ჯილდოებს შორისაა სპეციალური პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდოც”, რომელიც 2014 წელს გადაეცა. ამ დრომდე ტეილორ სვიფტს არც ერთი სპეციალური პრემია მიუღია.

თემატურ რეიტინგში წლევანდელ დაჯილდოებამდე მესამე პოზიციას Video Vanguard Award-ის ჩათვლით, მადონა იკავებდა. 7 სექტემბერს ის ტოპ სამეულში ლედი გაგამ ჩაანაცვლა. ამჟამად, ამ უკანასკნელს MTV-ის მუსიკალური ვიდეობის დაჯილდოებაზე 22-ჯერ, ხოლო ,,პოპის დედოფალს” 20-ჯერ აქვს მოიგებული. ლედი გაგას პრიზებს შორისაა Tricon Award, რომელიც 2020-ში პირველად გაიცა.

ლედი გაგას ტრიუმფი MTV Video Music Awards-ზე – არტისტი დაჯილდოებაზე მივიდა, შემდეგ კი კონცერტის გასამართად წავიდა

საუკეთესო ხუთეულში 15 მიღებული ჯილდოთი, ემინემი შედის. სვიფტის მსგავსად, სპეციალური პრემიის რეციპიენტი აქამდე არც ის გამხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები