LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ უძვირფასეს მიწის ნაგლეჯს, საფლავს ვერ ვტოვებ, გრცხვენოდეთ მოღლიცინეებო, თქვენზე ცალკე ვლოცულობ“ – რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

3481
იზა ომიაძე

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, გაუსაძლისია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება:

იზა ომიაძე: „ვუყურებდი ორ უსულო ახალგაზრდას, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ რა? რისთვის? და რატომ ჩაიდინეს… ნიკო კვარაცხელია ამ სისტემის მსხვერპლია! სხვასაც ნუ დაუხოცავთ შვილებს!“

„გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილადო”, გაუსაძლისია ნამდვილად, გულის გახეთქვამდე გაუსაძლისი რაც დღეს ხდება:

გვიკლავენ, გვიჭერენ, მომავალს ართმევენ ჩვენს შვილებს და კიდეც დაგვცინიან…

მაგრამ ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს და გადმოგვხედავს უსათუოდ!!!

ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ უძვირფასეს მიწის ნაგლეჯს, საფლავს ვერ ვტოვებ, გრცხვენოდეთ მოღლიცინეებო, თქვენზე ცალკე ვლოცულობ“, – წერს იზა ომაძე. 

„თქვენ არ იცით, როგორი ტკივილია დახვრეტილი შვილის მშობლობა.. ხელისუფლებამ დღემდე არ გამოიძია და დღემდე მფარველობს მკვლელებს“ – იზა ომაძე 

“გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი, მეორედ და ნამდვილადო”, გაუსაძლისია ნამდვილად, გულის გახეთქვამდე გაუსაძლისი რაც…

Posted by Iza Omadze on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g