LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე მაინც მოგეფერები…“ – გიორგი გვარჯალაძის ემოციური მიძღვნა შვილს

30615
giorgi-gvarjaladzenews

სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა დღეს დილიდან – ტელეწამყვან ლულუ კახიანისა და ცნობილი ხმის რეჟისორის, გიორგი გვარჯალაძის უფროსი ქალიშვილი ლენო თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

ამ მომენტამდე მცირე ხნით ადრე გოგონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ახლახან დაღუპულ მეგობრებს გლოვობდა, ერთ-ერთი მათგანი ნიკა ჯორჯაძეა, მევლუდ მელაძისა და სალომე გველესიანის შვილი, რომელიც ავტოკატასტროფაში მცირე ხნის წინ გარდაიცვალა. მასთან ერთად კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. ორივე ლენოს მეგობარი იყო:

„ტკივილი. მწარე ტკივილი. შიგნიდან მწვავს.

ყველაზე მეტად მიყვარხართ.

ყოველთვის მეყვარებით.

დამელოდეთ.

არსად წახვიდეთ.

მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.

ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას.

მენატრებით.

მაძუგები forever“, წერდა ლენო 21 საათის წინ სოციალურ ქსელში.

შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები ახლახან გააზიარა გიორგი გვარჯალაძემ და დაწერა:

„ასე მაინც მოგეფერები, Lenø ლამაზო და ტკბილო ❤“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g