LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე თუ გაგრძელდა, ჩავეწერებით მომაკვდავი ერების რიცხვში, მსგავსი მასშტაბის უიმედობა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ ყოფილა – თამაზ დაუშვილი

192
Untitled

კომპანია „დიო“-ს მმართველი პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ასე თუ გაგრძელდა ქვეყანა დაიცლება ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდებისგან და ჩავეწერებით მომაკვდავი ერების რიცხვში. თავის შეფასებას დაუშვილი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

„დღითი დღე, სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ასაკის და მიუხედავად, ვინც სრულიად პესიმისტურად უყურებს ამ ქვეყნის მომავალს და რეალურ გზებს ეძებს თუ როგორ წავიდეს უცხოეთში. მსგავსი მასშტაბის უიმედობა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ ენდობა ქართულ პოლიტიკურ პროცესს და ელიტას. ასე თუ გაგრძელდა ქვეყანა დაიცლება ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდებისგან და ჩავეწერებით მომაკვდავი ერების რიცხვში. მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ თუ  არ აღვადგენთ ნორმალურ პოლიტიკურ კონკურენციას და არ გამოვალთ პოლარიზაციის ამ საშინელი მოჯადოებული წრიდან, ჩვენ სამუდამოდ გავწირავთ ამ ქვეყანას დაღუპვისთვის. დრო არ ითმენს ბატონებო!“, – წერს თამაზ დაუშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები