მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც მეუღლესთან ბაჩო საგანელიძესთან და ორ შვილთან ერთად ძირითადად ლონდონში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ოჯახურ ვიდეოს ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ლელამ მეუღლე „გაპრანკა“. მსახიობი ოჯახური ექსპერიმენტის ვიდეოს თან ურთავს წარწერას.
„ბავშვებმა მთხოვეს, ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და გაგვეხუმრა, თუმცა ასე თუ შევაშინებდით მამიკოს, არ გვეგონა. მაგრამ არ ინერვიულოთ, ორ წუთში ბევრი ვიცინეთ ყველამ ერთად…“
