LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეა როდესაც არ გეკუთვნის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა, არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი“ – როგორ ეხმაურება გიორგი უშიკიშვილი „ერისიონის“ განცხადებას

728
გიორგი უშიკიშვილი

25 დეკემბერს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ერისიონმა“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ერისიონი“: „ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს“

ანსამბლ „ერისიონის“ აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მომღერალი, ფოლკლორისტი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი.

„ასეა, როდესაც არ გეკუთვნის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა, არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი. უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღე“, – წერს გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g