როგორ ვმართოთ მადა და წონა? – ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა საზოგადოებას რჩევას უზიარებს.
სპეციალისტი ამბობს, რომ სტრესის დროს ადამიანთა უმეტესობა სიმშვიდეს საკვებში პოულობს, რაც ყოველდღიურ ჩვევაში გადადის. ამის გამო კი, ცხიმის ხარჯზე, ადამიანები იოლად იმატებენ წონაში.
ნუტრიციოლოგი გამოსავალზე საუბრობს:
„დისტრესის გამო ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ყველაფერმა გამოიწვია შფოთვა, უიმედობის განცდა… ასეთ დროს ადამიანთა უმეტესობა სიმშვიდეს საკვებში პოულობს, რაც ყოველდღიურ ჩვევაში გადადის. ამის გამო კი, ცხიმის ხარჯზე, იოლად იმატებს წონაში. სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებების გამომწვევია. როდესაც შფოთვის ფონზე მადა გიძლიერდებათ ყოველთვის უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ არის ნამდვილი შიმშილი: გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიში 5 წუთი, დალიეთ წყალი ან 10-15 წუთი ენერგიულად იმოძრავეთ, ან მიიღეთ კონტრასტული შხაპი. შეგიძლიათ, დაურეკეთ მეგობარს და მოუყვეთ, რას გრძნობთ, რა ემოცია გმართავთ ან, თუ ძაღლი გყავთ, გაიყვანეთ სასეირნოდ, ეთამაშეთ მას. მთავარია, გამოხატოთ ემოცია. ემოციის გამოხატვის ალტერნატივა უამრავია. პირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ ეს მარტივი ჩვევები ძალიან დაგეხმარებათ უმართავი მადის მართვაში“, – წერს ნატა გაგუა სოციალურ ქსელში.
– როგორ ვმართოთ მადა და წონა? – დისტრესის გამო ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. ამ ყველაფერმა გამოიწვია…
Posted by Nata Gagua • ნატა გაგუა on კვირა, 17 აგვისტო, 2025