სოციალურ ქსელში ნატაშა ლომოური აქვეყნებს მწერალთა კავშირის ძველ ფოტოებს და იხსენებს ნიკა რურუას წვლილს მის განახლებაში.
ლომოური აღნიშნავს:
„ასეთი იყო მწერალთა სახლი, როდესაც პირველად ნიკა რურუამ აქ მომიყვანა. მას შემდეგ ბევრი გეგმა დავსახეთ ერთად, ზოგი გამოვიდა, ზოგიც მოგვიანებით გამოვა… მწერალთა სახლი მისი ერთ-ერთი საყვარელი და წარმატებული პროექტი იყო, ძალიან ეამაყებოდა და უხაროდა ჩვენი წარმატება ყოველთვის, მერეც, როდესაც არა მინისტრის რანგში მოსულა ჩვენთან. უშურველად გასცემდა რჩევებს და ყოველთვის გვაიმედებდა რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა. დიდი მადლობა მას, რომ მანდო ეს საქმე და ამით ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესო გახადა!
ძალიან დააკლდება ჩვენს საზოგადოებას ასეთი ნათელი გონების ადამიანი! Rest in Peace!“