LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი სამახსოვრო ფოტო დაგვიტოვა ყველას.. ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას, თუმცა რაღაცნაირი ფარული სევდა ედგა თვალებში, დიდმა ადამიანებმა რომ იციან, ისეთი“ – რას წერს რუსთავის სკოლის დირექტორი შოვში დაღუპულ კოტე მაისურაძეზე

573
Untitled design

3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაღუპული შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილები – მარიამ და კოტე მაისურაძეები დღეს დაკრძალეს.

კადრები სოფელ ლაგვანთიდან: შოვში დაღუპულებს უკანასკნელ გზაზე აცილებენ

კოტე მაისურაძის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, მამუკა ხამხაძე და სკოლის კურსდამთავრებულს ემოციურად ემშვიდობება:

„შოვის ტრაგედიის მოუშუშებელი ტკივილი – ჩვენი კოტე მაისურაძე და მისი ულამაზესი დაიკო მარიამი – ღვთის ანგელოზები.

ვეძებ საჭირო სიტყვებს ემოციის გამოსათქმელად, მაგრამ ვერაფრით ვპოულობ.

მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას, თუმცა რაღაცნაირი ფარული სევდა ედგა თვალებში, დიდმა ადამიანებმა რომ იციან, ისეთი.

2017 წელს გამოსაშვები გამოცდების უმაღლესი წარმატებით ჩაბარების შემდეგ ფოტოს რომ ვუღებდი, ისე უჩუმრად იდგა, ძლივს შევბედე, ასეთი მაღალი მიღწევის შემდეგ როგორ არ იღიმები მეთქი. და აი, ასეთი სამახსოვრო ფოტო დაგვიტოვა ყველას. ვუსამძირებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას“, – წერს მამუკა ხამხაძე.

 

შოვის ტრაგედიის მოუშუშებელი ტკივილი – ჩვენი კოტე მაისურაძე და მისი ულამაზესი დაიკო მარიამი – ღვთის ანგელოზები. ვეძებ…

Posted by მამუკა ხამხაძე on პარასკევი, 18 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს მაშველებმა 29-ე დაღუპულის ცხედარი იპოვეს. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ნაპოვნი გარდაცვლილი მოზარდია.

ამ დროისთვის, მაშველები სტიქიის შედეგად დაკარგულ კიდევ ოთხ ადამიანს, კერძოდ კი, 3 ბავშვს და 1 ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

„სასწაულის ყველაზე ბოლო იმედიც გაქრა“ – შოვში, სტიქიის დროს დაღუპულ კოტე მაისურაძეს ემოციური პოსტით ემშვიდობებიან

„ამ ამბით სულით-ხორცამდე შეძრულები ვართ…შოვის სტიქიამ, კოტეს სახით, კიდევ ერთი ახალგაზრდა, ენერგიით აღსავსე და ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა” – საქართველოს უნივერსიტეტ

თსუ შოვში დაღუპულ მარიამ მაისურაძეს ემშვიდობება: „ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები