დენიელ ქრეიგის შემდეგ ბონდის როლზე ყველაზე ხშირად ტომ ჰიდლსტონის კანდიდატურას განიხილავენ. 35 წლის მსახიობმა ამჯერად W Magazine-ის მორიგი ნომრისთვის გაიხადა. ფოტოები მალევე მოხვდა ინტერნეტში და საკმაოდ რეზონანსულიც გამოდგა. ასეთი თამამი ფოტოსესია ბონდისგან ჯერ არავის ახსოვს. ჰიდლსტონი თამამად პოზირებს საცვლებით და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის ყველაზე რეალური კანდიდატია აგენტ 007-ის როლზე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალ „ღამის ადმინისტრატორის“ ვარსკვლავი ტეილორ სვიფტს ხვდება. ამავე დროს ჟურნალისტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან მომავალი ბონდის პირადი ცხოვრებით.