პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ეხმაურება.
მისი თქმით, გაზრდილი მაჩვენებელი კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლევა.
„ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ეფექტი”, ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა.
აპრილში საქართველოს ეკონომიკა თითქმის 45%-ით გაიზარდა - საქსტატი
„უშუალოდ 2021 წლის აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 70%-ით"
კიდევ გავიმეორებ, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და ,,კოვიდგამოცანა” გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება“. – აცხადებს კოვზანაძე.
აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად – 44.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% ია.