LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – პრაისი აგენტების კანონპროექტზე

171
ნედ პრაისი

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად პრაისმა აღნიშნა, რომ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ამერიკულ „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ – მცდარია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

„სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”, – აღნიშნა ნედ პრაისმა.

ვიდეო: „ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!, თქვე ბოლშევიკებო” - ინგა გრიგოლია ხელისუფლებას

„ვის უბედავთ! რა აგენტების კანონი და აგენტებად გამოცხადება! მართლა ხომ არ ბნელა ამ ქვეყანაში?!, თქვე ბოლშევიკებო” - ინგა გრიგოლია ხელისუფლებას

მისივე თქმით, „ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში“.

პაპუაშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე: ხდება კანონპროექტის „სტიგმატიზება რუსულ კანონად“ და „პროპაგანდისტული აჟიოტაჟია“

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

mazda magti 5g