გასული წლის 9 თებერვალს, თითქმის რვა წლიანი სოლო პაუზის შემდეგ, აშერმა მეცხრე სტუდიური ალბომი – Coming Home გამოუშვა. დისკი, რომელის რელიზიც ამერიკელი მომღერლის ,,სუპერბოულზე” პერფორმანსამდე ორი დღით ადრე შედგა, ისეთ არტისტებთან თანამშრომლობით შეიქმნა, როგორებიც არიან: Burna Boy, Summer Walker, 21 Savage, Latto, The-Dream, H.E.R., Pheelz და Jungkook.
ცნობილი გახდა, რომ ფირფიტის მხარდასაჭერად, 45 წლის R&B ლეგენდა წელს ევროპის რამდენიმე ქალაქს ესტუმრება.
Usher: Past Present Future – ამ სახელწოდების ტურნეს კონცერტებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი 1-ელი აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, ლონდონში, პარიზში, ამსტერდამსა და ბერლინში წარდგება.
ცნობისთვის, 2024-ში აშერის მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 30 წლის იუბილე აღინიშნა.