LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშკარად ვერ იტანენ ერთმანეთს“ – „ბენიფერის“ უცნაური კავშირი ცნობილმა ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში განიხილეს

213
page

„ბენიფერის“ ახლახან გავრცელებულმა ფოტოებმა მსოფლიო მედია მოიცვა. წყვილის განქორწინების ფონზე ისინი კვლავ ერთად გადაიღეს, თანაც ხელიხელჩაკიდებულები.

როგორც ჩანს, ჯეი ლოსა და ბენის ურთიერთობა მხოლოდ ტაბლოიდებისთვის არ არის საინტერესო, მათი უცნაური რომანი სულ ცოტა ხნის წინ, პირდაპირ ეთერში განიხილეს.

წამყვანების საუბარი საკმაოდ ირონიული და კატეგორიული იყო. „ბენიფერის“ გულშემატკივრები განსაკუთრებით ნეტ ბარის სიტყვებმა გააღიზიანა.

„ნეტავ, ჯეი ლო და ბენი უკვე მივიდნენ იმ ზომამდე, როცა ექსებზე გული გერევა? ისინი ერთმანეთს აშკარად ვერ იტანენ, ბევრი ამბობს, რომ ამას მხოლოდ ბავშვებისთვის აკეთებენ… მაგრამ არ ვიცი… წყვილმა ქონება უკვე გაიყო და პარალელურად ხელიხელჩაკიდებულები დადიან. გაუგებარია ყოველივე ეს, არც კი ვიცი რა ვთქვა“, – ამბობს გადაცემის წამყვანი.

შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა განქორწინების საბუთები სასამართლოში გასულ თვეს შეიტანა, განშორების თვედ აპრილი მიუთითა, მიზეზად კი „მოუგვარებელი უთანხმოება“ დაასახელა.

ფოტო/ვიდეო: ცრემლები, ხელების შლა და ბოლოს კოცნა – წყვილის უახლესი ფოტოები – რა ხდება „ბენიფერის“ თავს?

დიდი შეხვედრა და დაზაფრული სახეები – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეხვდნენ

„ყველაფერი მალე მბეზრდება, ვისტრესები, იმედია წლების შემდეგ შევიცვლები“ – ბენ აფლეკს 1999 წლის Playboy-თვის მიცემული ინტერვიუ ამოუქექეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები