LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ და NATO არ დაუშვებენ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში გაჩაღებულ ომში ჩაითრიოს” – ლოიდ ოსტინი

162
ლოიდ ოსტინი

აშშ და NATO არ დაუშვებენ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში ჩათრევას, თუმცა მხარს დაუჭერენ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას მანამ, სანამ საჭირო იქნება, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მა გასული წლის განმავლობაში უკრაინას 32 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩაგვითრიონ ომში, რომელიც პუტინმა აირჩია, მაგრამ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ის თავს იცავს და გავაგრძელებთ ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“, – განუცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა სენატს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g