LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ინაუგურაციისთვის ემზადება, დონალდ ტრამპი კი ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს: პოლიციასთან ერთად დედაქალაქში უსაფრთხოებას 15 000 სამხედრო დაიცავს

123
FORTUNA.GE-

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11-დან 24 იანვრამდე ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა.

11 იანვრით დათარიღებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება კოლუმბიის ოლქში და  პრეზიდენტი ვაშინგტონის ხელისუფლებას უგზავნის ფედერალურ დახმარებას, რათა შტატების მომავალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს გაძლიერებული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

“საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA) უფლებამოსილია მოახდინოს იდენტიფიცირება, მობილიზაცია და საკუთარი შეხედულებისამებრ უზრუნველყოს აღჭურვილობა და რესურსები, რომლებიც საგანგებო სიტუაციების შედეგების შესამსუბუქებლად არის საჭირო.” – აღნიშნულია განკარგულებაში.

deutsche welle-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების დასაცავად, ეროვნული გვარდია დედაქალაქში 15 000 სამხედროს განათავსებს.

 

 

ხელისუფლებამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, იმისათვის, რომ 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილე ჯგუფებმა კვლავ არ სცადონ შეკრება და არეულობა – 24 იანვრამდე დაიხურა ვაშინგტონის მონუმენტი.

შეგახსენებთ, 6 იანვარს, იმ დროს როდესაც კონგრესის სხდომა მიმდინარეობდა და ამომრჩეველთა კოლეგია პრეზიდენტობის კანდიდატების ხმებს ამტკიცებდა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

ფოტო: აშშ-ის კონგრესის შენობაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ, იყო სროლა

დაპირისპირების დროს, დაიღუპა ოთხი ადამიანი. დონალდ ტრამპი არეულობის წახალისებაში დაადანაშაულეს და მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებაც მოითხოვეს. მოგვიანებით თანამდებობები დატოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრმაც.

ეს იყო არაკეთილსინდისიერი საქციელი ჩვენი ქვეყნისთვის: კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ს მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

ამის პარალელურად, კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად ცნო.

ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g