აშშ-ის კონგრესის შენობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, იყო სროლაც. ინფორმაციას და ფოტოებს CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძიმედ დაჭრილია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.