LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: „მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც ქვეყნის მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია“

132
რობინ დანიგანი

„სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან“ – ირაკლი კობახიძე

რობინ დანიგანი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, საკუთარ ქმედებებს გადახედოს და საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე დააბრუნოს:

„ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად…

გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად.

მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია.

მთავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს“, – აღნიშნავს აშშ-ის ელჩი მიმართვაში.

მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს: „ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“

აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადება ერთ წელზე მეტია საქართველოში ჩამოვედი. მას შემდეგ ვმუშაობ აშშ-სა და საქართველოს…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

„თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე“ – ბულგარეთში საქართველოს ელჩი

საქართველოს ელჩი ჩეხეთში: „ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ალტერნატივა არ აქვს“

საგარეოს 44 თანამშრომელი ევროკავშირზე მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება – „დღევანდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g