LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის ელჩი ქართველ საზოგადოებას დღემდე არ თვლის ღირსად, მტკიცებულები წარმოადგინოს“ – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

126
Untitled design (3)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია.

ირაკლი კობახიძე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას 4 ქართველის მოსამართლისთვის სავიზო აკრძალვის შესახებ და თქვა, რომ „აშშ-ის ელჩი ქართველ საზოგადოებას დღემდე არ თვლის ღირსად, მტკიცებულებები წარმოადგინოს“.

„ფიზიკურად ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი.. გადადგეს სასამართლო კლანი“ – აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან 

,ჩვენ კვლავაც ვითხოვთ მტკიცებულებების წარმოდგენას, თუმცა ვხედავთ, რომ დღემდე ელჩი ქართველ საზოგადოებას ღირსად არ თვლის, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომელიც დაკავშირებულია ოთხი მოსამართლის დასანქცირებასთან, რაც ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია.

ეს არის არასწორი დამოკიდებულება ქართველი საზოგადოების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა.

აქედან გამომდინარე, კვლავაც პრინციპულად ვითხოვთ მტკიცებულებებს მისი მხრიდან, თუმცა დღემდე ამასთან დაკავშირებით დუმილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, მოსამართლეების – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 5 აპრილს გავრცელდა.

განცხადების მიხედვით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მათ საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ამავე თემაზე:

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g