„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.
„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება, პირდაპირ ვიტყვი – ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, კორუფციაში ფული არ იგულისხმება მარტო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, მძიმედ მეტყველებს ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვს სახელმწიფო მდივნამდე.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს”, – აცხადებს კობახიძე.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს