საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს აშშ-ს მისია ეუთო-ში სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. მისიის გვერდზე აღნიშნულია, რომ მომდევნო კვირას სრულდება ათი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო საზღვარი გადალახეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საზღვრის შეცვლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაზეც 2008 წელს შეთანხმება მოხდა,”- წერია აშშ-ის მისიის განცხადებაში.
