“ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა, რომელიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოს აჩუქა, საქართველოში 24 ივლისს ჩამოვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
ცნობისთვის, 2 ივლისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა.