LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასის წლიური ოდენობა 400 000 დოლარია

119
დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების კოდექსის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი წელიწადში 400 000 დოლარითაა განსაზღვრული. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – აშშ-ის პრეზიდენტები, წლიურად, 50 000 აშშ დოლარის დანამატს იღებენ. გარდა ამისა, სამოგზაურო ანგარიშზე მათ დამატებით 100 000 აშშ დოლარი ერიცხებათ, 19 000 აშშ დოლარის ბიუჯეტი კი გართობისთვის აქვთ გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი გამოუყენებელი თანხა აშშ-ის ხაზინას უბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ წარსულში ხელფასზე უარი აშშ-ის პრეზიდენტების მცირე ნაწილმა თქვა, მათ შორის იყო დონალდ ტრამპიც. მან პრეზიდენტად პირველად არჩევისას ხელფასიდან სიმბოლურად მხოლოდ 1 დოლარი დაიტოვა, დანარჩენი კი სხვადასხვა სამთავრობო უწყებას გადასცა, მათ შორის ეროვნული პარკის სამსახურს, აშშ-ის ქირურგიის მთავარ ოფისს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ა.შ.

აშშ-ის ახლად არჩეული, 47-ე პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარსაა დაგეგმილი, ამერიკული Forbes-ის შეფასებით ამჟამად $6.8 მილიარდის ოდენობის ქონებას ფლობს, რაც მას მილიარდერების რეიტინგში 452-ე ადგილს ანიჭებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g