აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დევიდ ჰეილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჰეილმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ორივე მხარემ განიხილა აშშ-საქართველოს თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების ერთობლივ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული შეხედულებები,“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.