აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება.
„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, – განაცხადა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.