LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სანაპირო დაცვა: „ტიტანიკის“ მახლობლად ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები

322
fot (1)

„ტიტანიკის“ მახლობლად წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის სანაპირო დაცვა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

„ნამსხვრევების ველი აღმოაჩინეს საძიებო ზონაში „ტიტანიკის“ მახლობლად. ამ დროისთვის ექსპერტები აფასებენ მიღებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნამსხვრევები დისტანციურად მართვადი აპარატის მეშვეობით იქნა აღმოჩენილი „ტიტანიკთან“ წყალქვეშა ნავის საძიებო არეალში, რომელიც კვირას, 18 ივნისს, დაიკარგა.

ამ დროისთვის გაურკვეველია უკავშირდება თუ არა ნამსხვრევები დაკარგულ წყალქვეშა ნავს.

როგორც უცხოური მედია წერს, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფება. მანამდე სანაპირო დაცვაში განაცხადეს, რომ გაუჩინარებულ ხომალდზე მყოფ პირებს ჟანგბადის მარაგი, სავარაუდოდ, ამოეწურათ.

მედიის ცნობით, ტურისტული ექსპედიციისთვის, რომლის ღირებულება თითო ადამიანზე 250 000 დოლარია, ბორტზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე, ასევე OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.

ოფიციალურ პირებს არცერთი მგზავრის ვინაობა არ დაუდასტურებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები