აშშ-მა ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა კიმ ჩენ ინის უფროსი ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობისას ქიმიური ნივთიერების გამოყენებისთვის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა.
„სანქციები ძალაში შევიდა ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებისთანავე. ახალი ზომები არსებული სანქციების დამატებას წარმოადგენს, რაც მიმართულია ჩრდილოეთ კორეის უკანონო ქმედებებზე,“ – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში აშშ-მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიმ ჩენ ნამის მკვლელობისას ქიმიური მომწამლავი ნივთიერება VX გამოიყენა.
ერთი წლის წინ სინგაპურის დედაქალაქის კუალა-ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი კიმ ჩენ ინის უფროსი ძმა, კიმ ჩენ ნამია. აშშ-მა პასუხისმგებლობა აღნიშნულზე ჩრდილოეთ კორეას დააკისრა.