LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა რუსეთში 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა

127
სანქციები

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთში 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა, რათა შეზღუდოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადოს ბრძოლის ველის მომარაგება და დაასუსტოს მისი ეკონომიკა.

სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებით ეხმარებიან; ასევე დასანქცირდნენ იმპორტიორები, მომწოდებლები და სხვა კომპანიები, რომლებიც კრემლს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებოდნენ. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ის კომპანიებიც, რომლებიც რუსეთის ენერგეტიკის, ლითონისა და სამთო მრეწველობის სფეროებს მხარს უჭერდნენ.

როგორც შეერთებული შტატების ხაზინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს, შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი სამომავლო ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g