საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სექტემბრის ბოლოს ფაიზერის ვაქცინა ამერიკაში საბოლოოდ დამტკიცდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია, რომ ქვეყანამ აცრა სავალდებულო გახადოს.
“ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას, შესაბამისად, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ ამის თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები, უნდა ავიცრათ ყველანი. დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები მეგობრები, რომ ყველანი ავიცრათ”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 471 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 415 146, გარდაიცვალა 6 321 პაციენტი.