LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ენტონი ბლინკენი დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს

68
ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ​აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, სადაც ბლინკენი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელთა თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე.

მომდევნო წელს, ჩვენ ველოდებით, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომელიც დემოკრატიის გაძლიერების პროცესზე, უფრო დემოკრატიული სასამართლოს შექმნაზე და პარლამენტის განვითარებაზე მუშაობს“. – წერს სახელმწიფო მდივანი.

მისივე განცხადებით, აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას ევროატლანტიკურ გზაზე და მათ ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისკენ COVID-19-ის პანდემიიდან გამოსვლის შემდეგ.

„ჩვენი თანამშრომლობის სულისკვეთებით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ამაყები ვართ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ძალისხმევას გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და ვაფასებთ ავღანეთში ნატოს მისიაში მის მიერ შეტანილ წვლილს. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველების თავგანწირვას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას,“ – წერს ენტონი ბლინკენი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე.

ჩემი ფიქრები მიმართულია ყველა იმ ადამიანისკენ, რომლებიც რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ – ბაიდენის მილოცვა და გზავნილები საქართველოსთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები