აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს.
ამის შესახებ NBC იუწყება და წყაროდ აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურები მოყავს.
კორეის ნახევარკუნძულის რეგიონთან ახლოს ორი ამერიკული ხომალდია დისლოცირებული, რომელიც „ტომაჰავკას“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კუნძულ გუამზე ამერიკული მძიმე ბომბდამშენებია განლაგებული, რომლებიც, ბრძანების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეაზე ავიადარტყმებს განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა კორეის ნახევარკუნძულისკენ უკვე გააგზავნა ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი.