LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას – რექს ტილერსონი

98

“აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას წინასწარი პირობების გარეშე,” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, განაცხადა.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ სამშვიდობო მოლაპარაკებას ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობათალიბანსშორის, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე. ველოდებით, რომ საერთაშორისო საზოგადოება, პირველ რიგში, ავღანეთის მეზობლები, შემოგვიერთდებიან სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერაში,“ – აღნიშნა რექს ტილერსონმა.

მისი შეფასებით, ავღანეთის შესახებ ვაშინგტონის ახალი სტრატეგია კარდინალურად განსხვავდება წინა მიდგომებისგან.

„ჩვენ ნათლად ვეუბნებით „თალიბანს“, რომ ისინი ვერ შესძლებენ გამარჯვებას ბრძოლის ველზე. თუმცა, „თალიბანს“ გააჩნია მშვიდობის და პოლიტიკური ლეგიტიმურობისკენ გზა, რომლის მოპოვება პოლიტიკური დარეგულირების მეშვეობით შეიძლება, მოლაპარაკებებისა და ომის შეწყვეტის საფუძველზე,“ – განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

როგორც რექს ტილერსონმა აღნიშნა, ვაშინგტონი მომავალშიც დაუჭერს მხარს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ტერორიზმთან ბრძოლაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g