LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ მზად არის, ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევაში დაეხმაროს“ – საელჩო

143
g (7)

„შეერთებული შტატები მზად არის, დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს.

„ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.
შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის აეროპორტში სტუმრობის ფოტოები ახლავს თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g