აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პალესტინელებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს.
„დიპლომატიური არხების გამოყენებით 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა მიმდინარე ძალადობა დასრულდეს“, – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, მაგრამ მისი მოქმედებების შედეგად, საფრთხის ქვეშ ჟურნალისტები და მედიცინის მუშაკებიც ექცევიან.