აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა გაჩაღდეს, ვინაიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას შორსმიმავალი შედეგები ექნება. ჩვენ ასევე ვადასტურებთ, რომ ბირთვული იარაღი თავდაცვით მიზნებს უნდა ემსახურებოდეს: შეაჩეროს აგრესია და თავიდან აიცილოს ომი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ასეთი იარაღის შემდგომი გავრცელება თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
გარდა ამისა, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთად იმუშაონ უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით.