დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინაში ომის გამო, რუსეთთან დაკავშირებულ ასობით ადამიანსა და ერთეულს ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებენ.
აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მათ შორის მარია ზახაროვას. საერთო ჯამში სიაში 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი მოხვდა.
შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე.
აშშ-ის სანქციები ასევე შეეხო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძმისშვილს, იაკუბ ზაკრიევს. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრომ 12 რუსული და ერთი უზბეკური კომპანიის მიმართ საექსპორტო შეზღუდვები დააწესა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და დრონების წარმოების ხელშეწყობისთვის.
აშშ-ის სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟა.