LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს პირველ ლედის უმაღლესი განათლება მიღებული არ აქვს

112

მელანია ტრამპის ბიოგრაფიაში აღარ არის მითითებული, რომ მას ლუბლიანას უნივერსიტეტში არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ამის ნაცვლად, ინტერნეტში განთავსებულ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ მან სწავლა დროებით შეაჩერა, რომ სამოდელო კარიერისთვის მიეხედა მილანსა და პარიზში.

ინფორმაცია, რომ მას სამშობლოში უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ივლისამდე იყო აღნიშნული ბიოგრაფიაში, „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ხარისხის შესახებ ინფორმაცია გაქრა.

სკანდალური აღმოჩნდა მელანიას ტექსტიც, რომლითაც ის ყრილობაზე გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მიშელ ობამას 2008 წლის გამოსვლისას ნათქვამი სიტყვა გადააკოპირა. ტრამპის გუნდმა თანამშრომელი მერედიტ მაკივერი დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კი სპეციალური განცხადებით ბოდიში მოიხადა.

ვებგვერდზე განთავსებულ ბიოგრაფიაში აღარ არის მითითებული, გააგრძელა თუ არა შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში მელანიამ.

პროფესორმა ბლაც მატიჟა ვოგელნიკმა, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ცოტა ხნით ასწავლიდა, განაცხადა, რომ მელანიას კურსი არ დაუსრულებია, თუმცა მისი IQ ძალიან მაღალი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g