LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკას წერილი გაუგზავნა – რას ჰპირდება ჯილ ბაიდენი უკრაინას?

114
_124639658_mother'sdayusfirstladyjillbidenvisitukrainemeetolenazelenskaunannounced

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა უკრაინის პირველ ლედის ელენა ზელენსკას წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინელების მენტალური ჯანმრთელობის აღდგენის პროგრამის მხარდაჭერაზე საუბრობს.

ელენა ზელენსკას აშშ-ის პირველი ლედის წერილი უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ელენა ზელენსკა „ტელეგრამზე“ ავრცელებს.

„ქალბატონმა ბრინკმა წერილი გადმომცა – აშშ-ის პირველი ლედის ჯილ ბაიდენის პასუხი, რომელთან ერთადაც მაისში უჟგოროდში იძულებით გადაადგილებული ოჯახები მოვინახულეთ. მაშინ ჯილ ბაიდენმა საკუთარი თვალით ნახა, რამდენი საშინელება გადაიტანეს ჩვენმა დედებმა, რომლებმაც საკუთარი შვილები ომს გადაარჩინეს. მან საკუთარი თვალით ნახა რუსული აგრესიის როგორ ფსიქოლოგიური შედეგებით მოუწევთ გაზრდა ჩვენს ბავშვებს. ამიტომ წერილში ის ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაუწევს ყოველმხრივ დახმარებას უკრაინელების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამას როგორც უკრაინაში, ასევე ლტოლვილებისთვის, რომლებმაც თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნახეს“, – განაცხადა ელენა ზელენსკამ.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გამუდმებული დიალოგი, ახალი ერთობლივი პროექტები – ეს იმის დასტურია, რომ ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა ყოველდღიურად უფრო ძლიერია“,- აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები